ბორტის დატვირთვის შემდეგ უნდა ავტვირთოთ დისტრიბუციის ზედნადები

ზედნადების გამოწერა

1. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები

2. ვირჩევთ დისტრიბუციის ზედნადები

3. ველში საწყობი ვირჩევთ შესაბამის ბორტს

4. ვაჭერთ ღილაკს დამატება

5. ავტომატურად დაემატება ბორტზე დატვირტული საქონელი

შენიშვნა: აუცილებელია საქონელს წინასწარ ჰქონდეს მითითებული გასაყიდი ფასი

6. ვირჩევთ საქონელს და ვუთითებთ რაოდენობას

7. გადავდივართ მენიუში ზედნადები

8. საჭირო მონაცემებს ვავსებთ ხელით ან ველის (მძღოლის პირადი ნომერი) გასწვრივ მდებარე ღილაკზე ხელის დაჭერით მონაცემები ივსება ავტომატურად

9. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

ზედნადების  გააქტიურება RS.ge-ზე

1. ვხსნით შევსებულ ზედნადებს

2. ვაჭერთ ღილაკს RS.ge - აქტივაცია

3. ვაჭერთ ღილაკს აქტივაცია